saqarTvelos qedebi - qvabebis mTa
ტერიტორიული ერთეული | საგარეჯოს მუნიციპალიტეტი |
კოორდინატები | 41°23`35` ჩ. გ. 45°59`26` ა. გ. |
სიმაღლე | 505 მ |
დაბალი ანტიკლინური სერი აღმოსავლეთ საქართველოში, ივრის ზეგნის სამხრეთ - აღმოსავლეთ ნაწილში. სიმაღლე 505 - 581 მ. აგებულია ნეოგენური ქანებით. შესწავლილია აქაური უხვი ნამარხი შუააღჩაგილური ფაუნა, რომელიც აფრიკის ფაუნას ენათესავება. სერის ფლატეებზე გამოქვაბულებია. შუა საუკუნეებში მას თავდაცვისთვის იყენებდნენ.